02:14 - 29 May, 2026
|
2017-12-12 13:43:54, 1822 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში რეაბილიტაცია 16 სპორტულ მოედანს ჩაუტარდა
მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში 16 სპორტული მოედანი განახლდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტი თბილისის ზღვაზე, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელდა, სადაც ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული და საბავშვო გასართობი მოედანი მოეწყო. ე.წ. ტურბაზის ტერიტორიაზე შესრულებულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, სპორტული მოედნის გარშემო მოეწყო ლითონის იზოლირებული ბადე, დაიგო ხელოვნური მწვანე საფარი და აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სტადიონის გვერდით კი, მოეწყო კაუჩუკის საფარი და დამონტაჟდა ატრაქციონები. აღნიშნულ ტერიტორიაზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 75 414 ლარი გამოიყო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)