|
2017-12-12 09:35:11, 2166 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: სააკაშვილის ექტრადირების მოთხოვნაზე უკრაინიდან პასუხი ჯერ არ მიგვიღია
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნაზე საქართველოს უკრაინისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღია. „ჩვენ უკრაინული მხარისგან ჯერჯერობით არ მიგვიღია რაიმე ტიპის პასუხი ექსტრადიციის მოთხოვნაზე. უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ყველანი ერთად ვაკვირდებით მედიასაშუალებების დახმარებით. ვხედავთ, რომ დაკავებულის მიმართ უკრაინაშიც მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი პროცესი. ამ საკითხზე, რა თქმა უნდა, უკრაინული კომპეტენტური ორგანოების გადაწყვეტილების მოლოდინშია უკრაინაში ყველა“, – განუცხადა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. პროკურატურა სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურით ორთვიან შინაპატიმრობას ითხოვდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)