04:10 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 16:23:34, 407 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ქადაგიძე: ეროვნული ბანკის მიმართ არნახული მასშტაბის ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება

„ეს არის ზეწოლა ეროვნულ ბანკზე, რომ დახარჯოს სავალუტო რეზერვი. ეროვნული ბანკის მიმართ არნახული მასშტაბის ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება“,-ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ მთავრობის წევრების მხრიდან ლარის გაუფასურებაზე ეროვნული ბანკისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე  და საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების დახარჯვას არ აპირებს.

„ეს არის ზეწეოლა ეროვნულ ბანკზე, რომ დახარჯოს სავალუტო რეზერვი. ჩვენ არ ვაპირებთ სავალუტო რეზერვების განიავებას და გაფლანგვას, ეს არასწორი გადაწყვეტილებაა. ის, რომ ეს გადაწყვეტილება არასწორი და ხშირად დამღუპველია მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში არაერთხელ დადასტურებულა. სავალუტო რეზერვი არ არის ჩემი და ეროვნული ბანკის საკუთრება. ჩვენი ქვეყნის სავალუტო რეზერვი ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის,  ჩვენი შვილების  მატერიალური დოვლათი. ეს არის გარანტი იმისა, რომ  ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტრემის სტაბილურ ფუნქციონირებას არაფერი ემუქრება. ეს არის იმის გარანტი,  რომ 90-იანი წლები არ განმეორდება არასდროს. ამიტომ ვერანაირი საგამოძიებო კომისია ვერ გვაიძულებს მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას“,-განაცხადა ქადაიგძემ.

ქადაგიძემ დასძინა, რომ  ყველაფერი კეთდება მაქსიმალურად  იმისთვის, რათა შერბილდეს მოსახლეობისათვის ეს ტვირთი  და  ნაკლებად იყოს მტკივნეული იმ ადამიანებისთვის ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს.

ამასთან, ქადაგიძის განცხადებით,  ის  ყველა სხვა დეტალზე პარლამენტში ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის წარდგენისას  ისაუბრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics