|
2017-12-11 16:32:36, 2317 ნახვა
საზოგადოება
ესპანეთში ქართული ღვინო წარადგინეს
ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში „ქართული კულტურის დღეების" ფარგლებში გაიმართა. პრეზენტაციას - „საქართველო - ღვინის აკვანი" ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე უძღვებოდა. მან სტუმრებისთვის ქართული ღვინის შესახებ სემინარიც ჩაატარა, სადაც სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო. ღონისძიებას სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები, სომელიები და იმპორტიორები დაესწრნენ. „ქართულმა ღვინომ საკმაოდ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა სტუმრებში. დაისვა ბევრი შეკითხვა, რაზედაც დაინტერესებულმა პირებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს. მსგავსი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისთვის" - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ. „ქართული კულტურის დღეები" ალიკანტეში მოქმედი დიასპორული ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების" ორგანიზებით გაიმართა. ხუთდღიან ღონისძიებას ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩასულ ქართველ ემოგრანტებთან ერთად ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ. ღონისძიება ალიკანტეს საგამოფენო ცენტრ "Plaza Seneca"-ში გაიმართა და მასზე ქართულ ღვინოებთან ერთად, ასევე სხვადასხვა მხატვრების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები და ქართული ფოკლორი იყო წარმოდგენილი. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)