|
2017-12-11 16:21:26, 2062 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ოპოზიცია კომპრომისშიც კი არ მონაწილეობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციაში კონსესუსის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაა. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციის პოლიტიკური კულტურა წლების განმავლობაში დაიხვეწება. „არის ოთხი რეკომენდაცია, რომელიც შემოთავაზებულია ვენეციის კომისიის მხრიდანდა არსებითად, ამ ცვლილებების ასახვას ემსახურება ჩვენი კანონპროექტი. ჩვენთვის ზოგადად გაუგებარია ის, რომ ოპოზიცია ემიჯნება ამ პროცესს, ეს არის ის საკითხები, რასაც ისინი თავად ითხოვდნენ. ხომ არის ბონუსი, ბლოკები და ასე შემდეგ, ეს არის მათ ინტერესებში. მე პირადად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მგონია მიზანშეწონილი ბლოკების შენარჩუნება, ბონუსის გაუქმება, თუმცა, არის პოლიტიკური კომპრომისი და ამ კომპრომისშიც კი არ მონაწილეობს ოპოზიცია. იგივე ვნახეთ ომბუდსმენთან დაკავშირებით - შევთანხმდით აბსოლუტურად ყველა: საპარლამენტო უმრავლესობა, არასამთავრობო სექტორი, დიპლომატები იყვნენ უაღრესად კმაყოფილები კანდიდატთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებით, თუმცა, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ არც ამ კანდიდატს დაუჭირა მხარი. ეს რეალურად იმას აჩვენებს, რომ ოპოზიციაში კონსესუსის მიმართ არის უარყოფითი დამოკიდებულება, რაც ბუნებრივია, მიუთითებს შესაბამისი პოლიტიკური პარტიების განვითარების არცთუ მაღალ დონეზე. იმედი გვაქვს, რომ წლების განმავლობაში მათი პოლიტიკური კულტურა არსებითად დაიხვეწება",- აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)