|
2017-12-11 12:19:53, 1789 ნახვა
კომენტარი
ქეთევან ვაშაკიძე: სამწუხაროა, რომ აქტიური მცდელობის მიუხედავად, კონფერენციას პრემიერი და საგარეო მინისტრი არ ესწრებიან
პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის რიგით მე-2 ერთობლივ კონფერენცია: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" მიმდინარეობს. კონფერენციაზე განიხილავენ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას სხვადასხვა სექტორის მიხედვით. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ინსტიტუტებისა და საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მიწვეული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე, თუმცა ისინი ფორუმს არ ესწრებიან. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე, ევროპის ფონდის პრეზიდენტმა ქეთევან ვაშაკიძემ აღნიშნულის გამო მწუხარება გამოთქვა: „სამწუხაროა, რომ კონფერენციას არ ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტრო ახალი წლიდან გადაიბარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებლობას.მიუხედავად ეროვნული პლატფორმის მცდელობისა, მათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ კონფერენციის მსვლელობაში და ესაუბრათ იმ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომელიც სამწუხაროდ, საოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, დახურულ კარს მიღმა მოხდა“,-განაცხადა ქეთევან ვაშაკიძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)