|
2017-12-11 11:45:18, 1903 ნახვა
კომენტარი
კობახიძე სამოქალაქო საზოგადობას: ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პარტნიორები ვართ და პარტნიორები უნდა ვიყოთ
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობისა და ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება და სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პარტნიორები უნდა იყვნენ: „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების პროცესში, ჩვენს საერთო მიზნებს ემსახურება-მოქალაქეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ყველა ადამიანის და სოციალური ჯგუფის შესაძლებლობების გამოვლენისათვის უკეთესი ვითარების შექმნას. ასე რომ, ჩვენ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში პარტნიორები ვართ და პარტნიორები უნდა ვიყოთ. საქართველოს პარლამენტის სახელით, მზად ვართ, შემდგომი თანამშრომლობისათვის, ველით თქვენს აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას, რომლის გარეშეც პარლამენტსაც და მთავრობასაც ძალიან გაუჭირდრბოდა საქართველოს მოსახლეობის არჩევანის წარმატებით შესრულება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის რიგით მე-2 ერთობლივ კონფერენციაზე: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" მიმდინარეობს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)