|
2017-12-11 11:38:28, 2092 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს ხვდება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ბიზნესასოციაციის წევრები ხვდება. როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრთან მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებას განიხილავენ. მისივე თქმით, საუბარი საგადასახადო ცვლილებებსაც შეეხება. "ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ახალ ფინანსთა მინისტრთან. შეკითხვები ძირითადად შეეხება ამ წლის ბიუჯეტის შესრულებას. 2018 წლის ბიუჯეტის პარამეტრების განხილვას, მაკროეკონომიკურ პრეზენტაციას, რომელიც ფინანსთა სამინისტომ მოამზადა იმ პარამეტრების შესახებ, რომელიც ჩვენი წევრებისთვის ძალიან საინტერესოა და საიდანაც კონკრეტული დასკვების გამოტანა შეიძლება. ასევე საუბარი შეეხება გარკვეულ საგადასახადო ცვლილებებს, რომელიც ახლა გადაეგზავნა პარლამენტს. იქნება ძველი საკითხების განხილვა, რომელიც მნიშვნელივანია მათ შორის დღგ-ს ავანსების დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელიც არაერთხელ წამივწიეთ წინა პერიოდში. დღესაც ვფიქრობთ, რომ ამ საკითხის აქტუალურობას და ძველ რეჟიმზე დაბრუნებას ხაზს გავუსვამთ. ვფიქრობ, ეს შეხვედრა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მომდევნო სამუშაო პროცესებში გამოვკვეთილი საკითხები უფრო მეტად იყოს დაკონკრეტებული და სპეციალური ჯგუფებუსა და ჩვენი კომიტეტის გავლით მოხდეს ამ საკითხების კონკრეტულ შედეგბამდე მიყვანა. საგადასახადო კუთხით წინა პერიოდში ძირითადი შენიშვნები გათვალისწინებული, ამჟამად მხოლოდ კორექტირებებია გასაკეთებელი, რომელიც იმ კომპანიებს ეხება, რომლებიც ბირჟაზე საჯარო შეთავაზებებს აკეთებენ. ამ მიმართულებით ვიცით, რომ ცვლილებების პაკეტი შემუშავებულია და გადაიგზავნება",- განაცხადა ასლანიშვილმა.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)