|
2017-12-11 10:22:07, 1587 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერგნეთის საგუშაგოს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პირველ მოადგილესთან კახაბერ საბანაძესთან და მოადგილესთან მერაბ მალანიასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ერგნეთის საგუშაგოს, ეწვია. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი გახარია საგუშაგოზე მომსახურე შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა და მათი ყოველდღიური საქმიანობის შესახებ გაესაუბრა. უწყების ცნობით, მინისტრმა ერგნეთის საგუშაგო დაათვალიერა და ადგილობრივ მოსამსახურეთა სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. გიორგი გახარიამ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს კარალეთის ბაზაც მოინახულა. შინაგან საქმეთა მინისტრს ბაზის ტერიტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დახვდნენ. გიორგი გახარიამ შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო დაათვალიერა და პირად შემადგენლობას შეხვდა. ბოლო პერიოდში ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში თანამშრომელთა უნიფორმის, ტექნიკისა და აღჭურვილობის რებრენდინგი განხორციელდა. საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ განსაკუთრებულ დავალებათა საპოლიციო ძალებს მკვეთრად გამოხატული საპოლიციო ნიშნები გააჩნიათ, ასევე, შეკეთდა საგუშაგოები და კეთილმოეწყო ადგილობრივ მოსამსახურეთა საცხოვრებელი შენობები. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)