|
2017-12-11 09:41:16, 1680 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებული მეზობლები მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმდჯომარე ზურაბ პატარაძემ ბათუმში აფეთქების შედეგად დაზარალებული მეზობლები მოინახულა. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, რის შედეგადაც 9 ოჯახი დაზარალდა. მერიამ მათ დროებითი საცხოვრებელი ფართები უკვე შესთავაზა. „ბათუმში, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის დროს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ „გოდერძზე" იმყოფებოდა, სადაც დღეს ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა გაიმართა. ზურაბ პატარაძემ აფეთქების ფაქტის შეტყობისთანავე დატოვა კურორტი „გოდერძი" და მაღალმთიანი აჭარიდან ბათუმში დაბრუნდა. აჭარის მთავრობის თავმდჯომარე შემთხვევის ადგილზე მივიდა და აფეთქების შედეგად დაზარალებული მეზობლები მოინახულა. აფეთქება წინასწარი ინფორმაციით ბუნებრივმა აირმა გამოიწვია და 9 ოჯახი დააზარალა, რომელთაც მერიამ უკვე შესთავაზა დროებითი საცხოვრებელი ფართები. ამ დროისათვის შპს ,,სანდასუფთავების" თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავება დაასრულეს, პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული სახურავების შეკეთებისა და დროებითი გადახურვის ღონისძიებები. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე“,-ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)