|
2017-12-10 17:37:50, 2091 ნახვა
საზოგადოება
კურორტ გოდერძიზე ზამთრის სეზონი გაიხსნა
კურორტ გოდერძიზე ზამთრის სათხილამურო სეზონი გაიხსნა მაღალმთიან აჭარაში, კურორტ გოდერძიზე ოფიციალურად გაიხსნა ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონი. გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ სამთო-სათხილამურო კურორტზე 6 მაღალი დონის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 80 მილიონ ლარს შეადგენს. ახალი პროექტებით კურორტს 500 ახალი სამუშაო და 435 განთავსების ადგილი დაემატება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)