|
2017-12-09 15:38:19, 2115 ნახვა
საზოგადოება
სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის აღდგენითი სამუშაოებისთვის 300 000 ლარი დაიხარჯება
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული სპეცოპერაცია განხორციელდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი იმყოფებოდა. როგორც მერის მოადგილემ განაცხადა, კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა და უახლოეს პერიოდში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ირაკლი ბენდელიანის თქმით, ხუთი ბინა სრულად არის აღსადგენი, ორ ბინას კი მცირე დაზიანებები აქვს. „თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დაასრულა შემოწმება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კორპუსი საცხოვრებლად უსაფრთხოა. უახლოეს პერიოდში დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს და დასრულებისთანავე მოსახლეობას აქ ცხოვრება შეეძლება.დაახლოებით რვა ბინაა, რომელიც საჭიროებს აღდგენით სამუშაოებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. თბილისის მერის მოადგილესთან ერთად დღეს დაზიანებული საცხოვრებელი ბინები ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორმა ლაშა სამხარაძემ დაათვალიერეს. როგორც გივი კუბლაშვილმა აღნიშნა, კეთილმოწყობის სამსახური სამუშაოებს ხვალიდან დაიწყებს. აღდგენითი სამუშაოებისთვის დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)