02:04 - 29 May, 2026
|
2017-12-09 15:33:04, 2038 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი მსახიობ დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრიმა გიორგი კვირიკაშვილმა მსახიობ დიმა ჯაიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. როგორც პრემიერის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, მსახიობი საქართველოს დიდი გულშემატკივარი იყო. "დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მსახიობის დიმა ჯაიანის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს, ახლობლებს და ერთგულ მაყურებელს. დიმა ჯაიანის ცხოვრება ორ უმნიშვნელოვანეს და უძვირფასესს - აფხაზეთსა და თეატრს უკავშირდებოდა და სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა მათ. ის იყო ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი, რომელსაც თან გაჰყვა ის დიდი ტკივილი, რასაც აფხაზეთი ჰქვია", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, რომ მსახიობი დიმა ჯაიანი დღეს 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)