23:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 17:37:18, 1616 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ილიაუნის სტუდენტები ეწვივნენ

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის წარმომადგენელი, დავით ძიძიშვილი მათ ჰიბრიდულ ომზე, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ესაუბრა.

 DIB-ის წარმომადგენელმა სტუდენტებს ჰიბრიდული ომის სპეციფიკის, წარმოების ხერხებისა და მასთან გამკლავების მეთოდების გარდა, ზოგადად, ომისა და საბრძოლო მოქმედებების ევოლუცია გააცნო და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

 თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გამართულ ლექციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის მეცნიერებისა და სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტები დაესწრნენ.

 თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB) აკადემიურ წრეებთან და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებულ უმაღლეს სასწავლებლებთან აქტიურად თანამშრომლობს.

(NS) 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics