|
2017-12-08 16:33:16, 2456 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე იაპონიის ელჩს შეხვდა
საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტადაჰარუ უეჰარამ დღეს, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას თანამშრომლობისა და ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროგრამების მხარდაჭერისთვის, მათ შორისაა, ინფრასტრუქტურა, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი ფინანსური რესურსების მეშვეობით ეკონომიკის ისეთი სექტორების დაფინანსება როგორიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა. როგორც აღინიშნა, მხარეები ასევე თანამშრომლობენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის მიმართულებით. იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის Official Development Assistance (ODA) ფარგლებში, საქართველოში განხორციელდა მრავალი საგრანტო დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაციასა და განვითარებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ოფისის გახსნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა ორ სახელწმიფოს შორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია. „იმედი გვაქვს, რომ ადგილობრივი ოფისი ხელს შეუწყობს მომავალი თანამშრომლობის გაღრმავებას და გაზრდის თანამშრომლობის პერსპექტივას," - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს. ამ დროისთვის, JICA ახორციელებს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პროექტს, საუბარია აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის, ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის რეაბილიტაციაზე. მიმდინარეობს, ასევე, მუშაობა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის (შორაპანი-არვეთა) დაფინანსების საკითხებზე. ხაზგასასმელია, რომ აღნიშნული პროექტისთვის გამოყენებული იქნება იაპონური ტექნოლოგიები. შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში კვლავ დინამიურად განვითარდება.
(NS)
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)