|
2017-12-08 12:22:02, 1854 ნახვა
საზოგადოება
წყნეთში საცხოვრებელი კორპუსის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, წყნეთში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, გაგრის III ჩიხის VII კორპუსში (ყოფილი გურამიშვილის ქუჩა) სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სახლის საძირკველი და კედლები გამაგრდა, არსებული ბზარები ამოივსო, კედლები ქვიშა-ცემენტის ხსნარით შეილესა და მოეწყო სანიაღვრე არხი. წყნეთში მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი მუსხელიშვილი გაეცნენ. სახლის გასამაგრებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 43 825 ლარი გამოიყო. მიმდინარე წელს, წყნეთში კაპიტალურად კიდევ ორი სახლი გამაგრდა. ორივე პროექტის ღირებულებამ 82 357 ლარი შეადგინა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)