|
2017-12-07 19:22:56, 3808 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწება ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალად აღიარებს ეხმაურება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანად მოხდეს. "ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც. საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის პრეზიდენტმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. აღნიშნულს მსოფლიოს მასშტაბით დიდი კრიტიკა მოჰყვა. აღმოსავლეთ იერსალიმში პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის შეტაკებები დაიწყო, ხოლო პალესტინაში საყოველთაო გაფიცვა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)