|
2017-12-07 18:00:31, 1892 ნახვა
საზოგადოება
პეტრიწის ქუჩაზე სკვერი მოეწყო
დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე №186-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სკვერში პროექტის ფარგლებში, ბავშვებისათვის საქანელა, სასრიალო და აიწონა-დაიწონა დამონტაჟდა. გაკეთდა საჩრდილობელი, ძველი სკამები და სანაგვე ურნები კი ახლით შეიცვალა. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით სამუშაოები შპს „ჯეო პარკ“-მა განახორციელა. საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე დიდი დიღმის მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ ინფორმაცია პირადად მოისმინა. გამგებელმა რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ ისაუბრა და მოსახლეობასთან ერთად რამდენიმე პროექტი, მათ შორის, გზის რეაბილიტაცია, სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობა დაგეგმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)