|
2017-12-07 13:20:11, 1783 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე ბარამიძე ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ადამიანის უფლებათა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მისიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ალექსანდრე ბარამიძემ მოხსენება წაიკითხა. უწყების ცნობით, მან ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს საქართველოში მართლმსაჯულების სფეროში და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები გააცნო. კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისათვის, სტამბულის კონვენციის რატიფიკაცია და თანმდევი კანონპროექტების მიღება, ანტიდისკრიმინაციული კანონი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შეტანილი საჩივრების რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება, მართლმსაჯულების რეფორმის სამი ტალღა სასამართლო სისტემის გასაუმჯობესებლად, პროკურატურის რეფორმა, გამჭვირვალე მმართველობის სისტემის ფორმირებისათვის გატარებული რეფორმები − ეს ის თემებია, რომელთა შესახებაც ალექსანდრე ბარამიძემ თავის მოხსენებაში გაამახვილა ყურადღება. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ბარამიძემ შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან. მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრებზე იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ქვეყანაში ევროკავშირთან დაახლოებისა და მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით ხორციელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)