15:02 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-06 20:58:31, 2290 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: თუ ვიბრძოლებთ, გვაქვს სრული შანსი, ახალ წელს პოროშენკოს გარეშე შევხვდეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ოპონენტებს ერთად დგომისკენ მოუწოდა.

როგორც სააკაშვილმა დღეს მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის მხარდამჭერებთან ერთად უმაღლეს რადასთან "დაბინავებას" აპირებს.

"მოგიწოდებთ ოპონენტებს, ოპოზიციურ პარტიებს მოგიწოდებთ გაერთიანებისკენ. ახლა არ არის დრო პოლიტიკურ ინტერესებსა და პარტიებზე ვიფიქროთ. ჩვენ ახლა უნდა გავერთიანდეთ, რადგან უნდა დავიცვათ უკრაინა. მოგიწოდებთ ერთად დგომისკენ. მინდა გითხრათ, რომ თავს დაგვესხმევიან, მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ და არ უნდა გვეშინოდეს. აქ ვიცხოვრებთ, მოვემზადებით იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ. არ მოგვიწვეს დიდხანს ლოდინი, რომ მათ თავდასხმა განახორციელონ და ამიტომ უნდა ვიყოთ მზად. თუ ვიბრძლებთ, გვაქვს სრული შანსი, რომ ახალ წელს პოროშენკოს გარეშე შევხვდეთ. ამბობენ, როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაატარებო. თუ კარგად ვიმუშავებთ, ბარიგების გარეშე გავატარებთ მომავალ წელს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, ყოფილმა პრეზიდენტმა კვირას, 10 დეკემბერს მასშტაბური აქცია დააანონსა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics