|
2017-12-06 19:23:11, 1938 ნახვა
საზოგადოება
პირველადი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვარა
პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 18 ტონამდე საწვავი დაიღვა“,-ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, გუმათჰესი 2-ის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიღებულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება. შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკაა მობილიზებული. პირველადი ინფორმაციით, მომხდარი აფეთქების შედეგად, გუმათჰესი 2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღვარა 18 ტონამდე საწვავი. ასევე, ხანძარი გაუჩნდა ზეთის ტრანსფორმატორს. ადგილზე დაფიქსირდა ღია ცეცხლი და ძლიერი დაკვამლიანება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. ისინი გუმათჰესი 2-ის მიმდებარე პერიმეტრს იცავენ“,-აცხადებენ სამინისტროში. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)