2017-12-06 17:01:00, 2308 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შსს კიევში, რადასთან მყოფ მიხეილ სააკაშვილს ეძებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე ძებნილთა სიაში შეიყვანს, - ამის შესახებ Ria იუწყება.
მედია საშუალების ცნობით, შესაბამისი ჩანაწერი უწყების ძებნილთა ბაზაში დღეს გაკეთდა.
აღსანიშნავია, რომ საიტზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი კიევში 5 დეკემბერს გაუჩნარდა.
გარდა ამისა, შს სამინისტროს თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე 256-ე მუხლით არის აღძრული, რაც დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან. აღნიშნული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის უმაღლეს რადასთან აქციას მართავს. სააკაშვილმა მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერებთან ერთად კარვების ქალაქი მოაწყო.
ავტორი: ,