2017-12-06 13:01:34, 2231 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილზე ძებნა სამი მუხლით გამოაცხადა
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული, - ამის შესახებ Strana იუწყება.
როგორც გენერალური პროკურატურის პრეს-მდივანი ლარისა სარგანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს,
„სააკაშვილი ძებნაშია გამოცხადებული. ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით“, - განაცხადა წერს გენპროკურატურის მდივანი.
აღნიშნული მუხლების თანახმად, სააკაშვილის ეჭვმიტანილია: დანაშაულის მცდელობა; პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით და დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა, ასევე ორგაიზაციის დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა.
ავტორი: ,