|
2017-12-05 18:43:16, 2487 ნახვა
ეკონომიკა
ბენტლი მოტორსი საქართველოში პირველ შოურუმს ხსნის
„ომეგა მოტორ ჯგუფი“ საქართველოში, ბენტლი თბილისის პირველი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. შოურუმი იქნება ისეთივე მდიდრული, ძვირად ღირებული მასალებით და ხელით დამუშავებული ნივთებით, როგორც ბენტლის ავტომობილები. (თბილისი, საქართველო, 6 დეკემბერი, 2017) ომეგა მოტორ ჯგუფი ბრიტანული ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი აცხადებს, ახალი შოურუმის ოფიციალურ გახსნას თბილისში. (აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი). პარტნიორობა ომეგა ჯგუფთან გთავაზობთ: ბენტლის მოდელების სრულ ხაზს, გაყიდვის შემდგომ მომსახურებას და საავტომობილო ბრენდის ხელით ნაკეთი მოწყობილობების კოლექციას. Robert Engstler - რეგიონალურმა დირექტორმა ევროპაში, აღნიშნა: „ეს არის მნიშვნელოვანი დღე, როგორც ბენტლისთვის, ასევე საქართველოსთვის. ქვეყნის მასშტაბით, ბენტლის მიმართ მაღალი ინტერესია და ომეგა ჯგუფის სახით ჩვენ გვყავს, ძლიერი კომერციული პარტნიორი, რომელიც 20 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზე არსებობს“. Marco van Alten, ბენტლი რუსეთის მარკეტინგის ხელმძღვანელი, კომენტარს აკეთებს გაფართოებასთან დაკავშირებით, “ჩვენ ახალ პარტნიორთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ მომხმარებლებს ჰქონდეთ ბენტლის გამოცდილება და ვამაყობთ, რომ ქვეყანაში წამოვიწყეთ ახალი ბაზა ფეშენებელური ავტომობილების სექტორში“. ბენტლის ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში, ბენტლი თბილისი, მომხმარებელს სთავაზობს სრული მოდელების ხაზს, რომელშიც შედის Flyng Spur, Mulsanne, Bentayga და ახალი Continental GT.
(R)
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)