|
2017-12-05 15:11:41, 1675 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია შეიმუშავა
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდების შემუშავების პროცესში, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზად არის ითანამშრომლოს ყველა კომპეტენტურ მხარესთან. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის უწყებებთან ერთად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიის პროექტი შეიმუშავა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სტრატეგია 2017 წელს ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებებით მიღებულ გამოცდილებას ემყარება და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები (ქიმიური წამლობა). უწყების ცნობით, მავნებლის განადგურების მეთოდების შემუშავებაში აქტიურადაა ჩართული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ანასეულში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორია მოეწყობა, სადაც მეცნიერები აქტიურად იმუშავებენ. ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შემუშავების მიზნით, სამეცნიერო წრეებთან მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები სამინისტროსთან არსებული სამუშაო-საკონსულტაციო ჯგუფის ფორმატში. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული სამეცნიერო პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, განიხილოს მეცნიერების მიერ მოწოდებული კომპეტენტური წინადადებები და მოსაზრებები, რომელთა მოწოდება შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info.moa@gov.ge. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, გაგრძელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ენტომოლოგების ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებასა და ღონისძიებების დაგეგმვაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)