13:11 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 15:07:39, 1985 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი: პოროშენკო სააკაშვილის დაკავებაში არ ერევა

უკრაინის პარლამენტში პრეზიდენტის წარმომადგენლის ირინა ლუცენკოს განცხადებით, პეტრო პოროშენკო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებულ სიტუაციაში არ ერევა, - ამის შესახებ Ria იუწყება,

როგორც ლუცენკომ აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტი ძალოვანი უწყებების ქმედებების სისწორეში დარწმუნებულია.

„აღნიშნულ სიტუაციაში პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სრულიად ეყრდნობა ძალოვნების ქმედებებსა და დასკვნებს. სხვა სახის ჩარევაზე საუბარი არ არის, რადგან პრეზიდენტი კონსტიტუციის გარანტია. ის ვერ ჩაერევა ძალოვანი უწყებების ქმედებებში“, - განაცხადა ირინა ლუცენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გასაჯაროებულ უმძიმეს კადრებთან დაკავშირებით, შსს-ს განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
სანქციებია საჭირო - ევროპარლამენტარი პოლიციის მიერ ხალხის ცემაზე
ანა ნაცვლიშვილი პოლიციის მიერ ადამიანების ცემა-წამებაზე შსს-ს კითხვებით მიმართავს
კუპრაძე პოლიციელების ძალადობაზე - დაისაჯონ, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics