|
2017-12-05 10:07:47, 1686 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე რომის სტატუტის წევრი ქვეყნების ასამბლეაში მონაწილეობს
საქართველოს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ჰააგის სასამართლო) წესდების (რომის სტატუტის) ხელმომწერი სახელმწიფოების ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს, რომელსაც ქალაქი ნიუ-იორკი მასპინძლობს. ასამბლეა 4 დეკემბერს საზეიმო ღონისძიებით გახსნეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიოს გუტიერესმა, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა სილვია ფერნანდეს დე გურმენდიმ და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული დელეგაციის მონაწილეობა ასამბლეაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ჰააგის სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და, ზოგადად, ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობა სულ უფრო ინტენსიურ ფაზაში შედის. უწყების ცნობით, ქართული მხარე ასამბლეის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას გეგმავს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მნიშვნელოვან გზავნილებს გააჟღერებს გენერალურ დებატებზე. დელეგაცია გამართავს საინფორმაციო შეხვედრებს − რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწვდის ინფორმაციას 2008 წლის ომის საქმის გამოძიების შესახებ, მონაწილეობას მიიღებს სამართლებრივ დისკუსიებში აგრესიის დანაშაულთან მიმართებით ჰააგის სასამართლოს იურისდიქციის ამოქმედების საკითხზე, ჩაერთვება სასამართლოს განმწესრიგებლის კანდიდატისა და 6 ახალი მოსამართლის არჩევის პროცესში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარტნიორ სახელმწიფოებთან 2008 წლის ომის საქმის გამოძიებაში მხარდაჭერის მისაღებად, აგრეთვე, ჰააგის სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან მიმდინარე გამოძიების ეფექტურად წარმართვისა და კოორდინაციის მიზნით. შეხვედრა აშშ-ის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან გაიმართება. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან, აგრეთვე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)