|
2017-12-04 17:02:32, 2732 ნახვა
საზოგადოება
საყოველთაო Secret Santa 2018 დაიწყო!
საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით, საყოველთაო Secret Santa 2018-ი დაიწყო. ყველას, ვისაც აქვს სურვილი, გაახაროს მისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, შეუძლია დარეგისტრირდეს ვებგვერდზე: www.secretsanta.ge და ჩაერთოს ჯადოსნურ Secret Santa-ში. საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაცდასაჩუქრდენ. აღსანიშნავია, რომ წელს სანტებს შესაძლებლობა ექნებათ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას. საყოველთაო Secret Santa, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფოსტის თანამშრომლობით შარშან პირველად განხორციელდა და პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 60 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, შარშანდელთან შედარებით წელს პროექტის ფარგლებში 3-ჯერ მეტი საჩუქარი გაიგზავნება. საყოველთაო Secret Santa-სპროექტში ჩართული ადამიანები ახალ წელს კიდევ უფრო ჯადოსნურს ხდიან, რადგან მთელი გულით გაცემულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს. ერთადმოვიყვანოთყველაზეთბილიახალიწელი! რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.secretsanta.ge (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)