|
2017-12-04 12:37:58, 2313 ნახვა
საზოგადოება
პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი: ჩვენი მოსწავლე, რომელიც მიმალვაშია, მკვლელობის დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა
პირველი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორის ხათუნა ბარაბაძის განცხადებით, მისი სკოლის მოსწავლე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტშია ეჭვმიტანილი, მიმალვაშია. როგორც სკოლის დირექტორმა "რუსთავი 2“-ს განუცხადა, მიმალვაში მყოფი მოსწავლე იმ დღეს სკოლაში არ გამოცხადებულა. რაც შეეხება მოსწავლეების შემოწმებას, ხათუნა ბარაბაძის განმარტებით, ჩხრეკა სკოლაში პერმანენტულად ტარდება. "ჩხრეკა რა თქმა უნდა სისმატურად არ ტარდება. ჩხრეკა ტარდება დადასტურებული ეჭვის შემთხვევაში და იმ დღეს ასეთი ეჭვი არ გვქონდა. თუმცა ასეთი პროცესები ჩვენთან პერმანენტულად ტარდება. 100%-იანი გამორიცხვის საშუალება არ გვაქვს. ერთ-ერთი ბრალდებული, რომელიც ახლა მიმალვაშია იმ დღეს სკოლაში არ იმყოფებოდა. მასში აგრესია არასდროს შეგვიმჩნევია. ადამიანი, რომელიც ასეთ არაადამიანურ ქმედებას ჩაიდენს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორი იყო და რანაირი იყო. ეს არ გვაინტერესებს, რადგან საშინელი ფაქტი ჩაიდინეს. ეს არის ჩვენი სკოლის ტრაგედია. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მასწავლებლებს. ამას გამართლება არ აქვს. ყველა უთანაგრძნობს, მაგრამ ცარიელი სიტყვები ვის შველის. მოვუწოდებ ყველა მონაწილეს, რომელსაც ირიბად ან პირდაპირ აქვს შეხება ამ საქმესთან, ითანამშრომლონ რაც შეიძლება აქტიურად, რადგან ყველა დეტალი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა სკოლის დირექტორმა. შეგახსენებთ, 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო მეორე მოზარდი სიკვდილს 20 საათზე მეტხანს ებრძოდა. დაჭრილი მოსწავლე რესპუბლიკურ საავადმყოფოსი გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდები 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)