|
2015-01-16 12:51:26, 2352 ნახვა
ეკონომიკა
"ნაციონალური მოძრაობა": ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2014 წელსაც ვერ შესრულდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფინანსთა სამინისტროს მიერ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს გამოეხმაურა. როგორც მიხეილ მაჭავარიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, რომელმაც წინასწარი მონაცემებით 9 120 მლნ. (ცხრა მილიარდ ასოციმილიონი) ლარი შეადგინა, მხოლოდ მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე და შემდეგი სხვა ფაქტორებით განხორციელდა: "ვალუტის კურსის ცვლილებით ბიუჯეტში დამატებით მიღებული იქნა მხოლოდ იანვარი-ნომბერის თვეებში 52 მლნ. ლარი, რადგან ბიუჯეტის მიხედვით გაცვლითი კურის დაგეგმილი იყო 1,7 ოდენობით ხოლო ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საშუალოდ ამ მაჩვენებელმა შეადგინა 1.75 ერთეული. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით მნიშვნელოვნად იზარალა მოსახლეობამ, რადგან გაუძვირდათ პროდუქტი ხოლო ამ ფაქტით ისარგებლა მთავრობამ, რადგან მეწარმეებს მოუწიათ მეტი გადასახადის გადახდა; ფინანსთა სამინისტრომ 2014 წლის ბიუჯეტი დაგეგმა 2013 წლის ბიუჯეტზე ნაკლები 100 მლნ. ლარით, მიუხელავად იმისა, რომ ეკონომიკა გაიზარდა 3%-ით, და აქციზის გადასახადმაც მოიმატა. მათ მოიმიზეზეს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება და საგადასახადო შემოსავლების გეგმა შეამცირეს 200 მლნ. ლარით. რეალურად მოსახლეობას დააბრუნეს 128 მილიონი ლარი და დარჩენილი 72 მლნ. მოხმარდა გეგმის შესრულებას. გვაქვს ეჭვიგვ, რომ მოსახლობაზე დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებული თანხა ფინანსთა სამინისტრომ ჯერ საგადასახადო შემოსავლებში ასახა, რათა დაეფიქსირებინა გეგმის შესრულება და პარალელურად უკან დააბრუნა. 150 მლნ. ლარი ბიზნეს უკან არ დაბრუნებია, რასაც ბიუჯეტის დაგეგმილი პარამეტრები ითვალიწინებდა და თითქოს წინა წლებში ზედმეტად გადახდილი გადასახადების დაბრუნებას წარმოადგენდა; დამატებითი შემოსავლები შემოვიდა ასევე დეკემბრის თვის მეორე ნახევარში სწრაფი ტემპით მობილიზებული უცხოეთიდან გადმორიცხული გრანტებისა და სესხების ხარჯზე, მაგრამ თანხების მოცულობაზე მოგვიანებით გაცნობებთ, როდესაც ოფიციალურად სამინისტრო გამოაქვეყნებს მონაცემებს",-განაცხადა მაჭავარინამა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2014 წელსაც ვერ შესრულდა. "ნათლად გამოჩნდა, რომ მთავრობის მიერ განცხადებული პოლიტიკა თითქოს ხელს უწყობენ ბიზნეს და განსაკუთრებით ექსპორტს ასტიმულირებენ, არ შეესაბამება რეალობას, რადგან 2014 წელს 2% (45 მლნ. დოლარით) შემცირდა ექსპორტის მოცულობა 2013 წლის ექსპორტის მოცულობასთან შედარებით და 2863 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული ფაქტით გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ ქვეყნის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე არ უნდა იყოს დამოკიდებული და რუსეთის ბაზრის იმედად არ შეიძლება ქვეყნის ექსპორტის ზრდაზე პროგნოზების გაკეთება და ბიზნესის განვითარება; (სლაიდი)
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)