|
2017-12-02 13:39:30, 2076 ნახვა
საზოგადოება
სისხლის ბანკი ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს
„ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი“ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოზარდისთვის პირველი დადებითი ჯგუფის სისხლს ითხოვს. სისხლის ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია დახმარების გაწევის მსურველთათვის საკონტაქტო ნომერია მითითებული. „გუშინ დაჭრილი მოზარდისთვის სასწრაფოდ გვესაჭიროება პირველი დადებითი ჯგუფის სისხლი. დახმარების გაწევის მსურველებმა გთხოვთ, მოგვმართეთ: 2390313, 577 221 413. მისამართი: წინანდლის N9 "წმ იოანე მოწყალის სახელობის პრივატ კლინიკის" პირველი სართული. "ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკი. მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის!“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა.ქირურგის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და სისხლდენის შეჩერება ვერ ხერხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)