01:28 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 01:05:14, 2137 ნახვა

საზოგადოება
განათლების სამინისტროს ფსიქოლოგები 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგები თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, მეურვეებთან თუ კანონიერ წარმომადგენლებთან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მათთან დასაკავშირებლად ფუნქციონირებს სამინისტროს ნომერი 2 200220 (შიდა 30-25) და ასევე, საგანგებოდ უქმე დღეებისთვის, ამუშავდა 24 საათიანი ფსიქო-კონსულტაციისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომერი 577994181.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics