|
2017-12-01 19:22:20, 2212 ნახვა
საზოგადოება
განათლების მინისტრი ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების დაჭრის ფაქტს ეხმაურება
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. როგორც მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, განათლების სამინისტრო გამოძიებასთან თანამშრომლობს და სკოლის პერსონალი მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას. „მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, გულის სიღრმემდე შემძრა ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ. უპირველეს ყოვლისა, ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს. ექიმები ძალისხმევას არ იშურებენ და იმედი გვაქვს, მოხერხდება მძიმედ დაჭრილი მოსწავლის სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. სკოლის პერსონალი მზადა არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სიმართლის დადგენას. ორშაბათს დილიდან მოსწავლეებთან სამუშაოდ სკოლაში ჩვენი ფსიქოლოგების ჯგუფი იმუშავებს. მივმართავთ ყველა სხვა საშუალებას სამომავლოდ მსგავსი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად“, - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)