13:43 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 18:03:04, 2406 ნახვა

სამართალი
53-ე სკოლის დირექტორი: ჩემი მოსწავლეები დაჭრილები არ არიან

53-ე სკოლის დირექტორის ეკა გახარია ინფორმაციით, მისი სკოლის მოსწავლეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის დროს დაჭრილები არ არიან.

როგორც დირექტორმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კამერებია დამონტაჟებული და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

"ისინი არ იყვნენ ჩემი სკოლის მოსწავლეები. როგორ გითხრათ, როდესაც მიმდინაროებს გამოძიება, როდესაც 53-ე სკოლის მოსწავლეები არ არიან დაჭრილები, არ ფიგურირებენ საქმეში. თუ დავუშვათ, რომ 51-ე სკოლის მოსწავლეები ჩემი სკოლის მოსწავლემ დაჭრა, არსებობს უამრავი ვიდეოკამერა და ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ეკა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების დროს 2 მოსწავლე დაიჭრა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორეს კი, ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics