13:43 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-01 14:01:36, 4045 ნახვა

სამართალი
სუს-ი ადასტურებს, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ  გარდაცვლილი პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია.

როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ორი პირის ლიკვიდირება განხორციელდა, ხოლო ჩატაევმა   თავი აიფეთქა.  ლიკვიდირებულების ვინაობა და სხვა დანაშაულებრივ პირებთან შესაძლო კავშირი, დგინდება.

„ამერიკელი კოლეგების დახმარებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და ექსპერტიზით, მათ შორის დნმ-ის ანალიზით და თითის ანაბეჭდებით დადგინდა, რომ ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს თან მათი ვინაობის მაიდენტიფიცირებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონიათ. აღნიშნული პირების იდენტიფიკაციის პროცესში ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“,-განაცხადა ნინო გიორგობიანმა.

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 ნოემბერს, 20:00 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი,ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი და დაიჭრა ორი. ამასთანავე დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი თანამშრომელი.

აჰმედ ჩატაევი ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქეა.  ის "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ  ბატალიონს მეთაურობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 8 პირი დაიღუპა
საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედის
აშშ-მ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ „ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს“ დააწესებს
გამოქვეყნდა მისამართები, სადაც საქართველოში სკოლის ფორმების შეძენაა შესაძლებელი.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics