|
2017-11-30 18:12:09, 1697 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფი განიხილავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებული საკითხების მდგომარეობას, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს. საერთაშოსიო მრჩეველთა ჯგუფი შეაფასებს ჩატარებულ სამუშაოებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს ელიმინაციის მომდევნო ფაზების შესახებ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მსიფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი ჟუჟანა ჯაკაბი და ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ აღმასრულებელი დირექტორი გრეგ ალტონი. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ჯგუფში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შედიან. ჯგუფის წევრები შეირჩა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და სხვა საზოგადოებრივ და აკადემიურ პარტნიორ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად. საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის პერიოდული ჩართულობა პროგრამის შეფასებითა და შესაბამისი რეკომენდაციებით სწორ მიმართულებას შესძენს და ახალ პერსპექტივებს დაუსახავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)