|
2017-11-30 12:16:40, 1687 ნახვა
საზოგადოება
ნიდერლანდებში ქართული ღვინო წარადგინეს
ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ რეისვეიკში (Rijswijk) გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე ,,WineWeekend'' სპეციალური სტენდი ,,Taste of Georgia'' მოეწყო, სადაც ქართული ღვინოები იყო წარმოდგენილი. ,,WineWeekend'' ნიდერლანდებში ითვლება ყველაზე მასშტაბურ ღვინის სადეგუსტაციო ღონისძიებად, სადაც მიმდინარე წელს 50-მდე კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი პრეზენტაცია-სემინარი - ,,ქარვისფერი ღვინოები საქართველოდან'', რომელსაც ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. უწყების ცნობით, დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Saperavi Wine Agency"-ის დირექტორი ბერნარდ ნაუტა უძღვებოდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სემინარზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის 12 სახეობის ღვინო. ეს კომპანიებია „კონჭო და კომპანი", „თბილღვინო", „ფაფარი ველი", „ბაგრატიონი 1882", „ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი" და „თელავის ღვინის მარანი". ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ნიდერლანდების ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია. ჰოლანდიელი პროფესიონალები დაინტერესებულნი არიან ქართული ღვინოებით, რის საფუძველზეც, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency", რომელიც ნიდერლანდებში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)