|
2017-11-30 11:40:24, 1669 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: მშენებლობისა და ექსპლოატაციაში მიღების პროცესში, კომპრომისები მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარ ტრაგედიას, რა დროსაც 11 ადამიანი დაიღუპა. პრემიერის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, პრევენციული ზომები უნდა გატარდეს. კერძოდ, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის, დაგეგმარების, პროექტის დამტკიცებისა და ექსპლოატაციაში მიღების პროცესში. „არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაურო ბათუმის ტრაგედიას, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.ჩვენ გლოვის დღე გვქონდა 27 ნოემბერს გამოცხადებული. უმძიმესი დღეები იყო ყველა ჩვენგანისთვის. ბათუმში ჩასვლისას განვაცხადე, რომ ამ შემთხვევას უნდა მოყვეს უმკაცრესი რეაგირება. გამოძიება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები. რა თქმა უნდა, ხანძრები ყველგან ხდება და არავინაა დაზღვეული იმისგან, რომ აქაც მოხდება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ასეთი მსხვერპლი იყოს თავიდან აცილებული. მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის, დაგეგმარების, პროექტის დამტკიცებისა და ექსპლოატაციაში მიღების პროცესში. ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია და მე მოვუწოდებ ყველას, შესაბამის ორგანოებს, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ ამ მიმართულებით კონტროლი და მივესალმები, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა ამ საკითხს და მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად ანალოგიური“,-განაცხადა პრემიერმა. მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს რეგიონების მასშტაბით მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიმართულებით, შესაბამისი დავალებაც მისცა: „მინდა, ზურაბ ალავიძეს ვთხოვო, რეგიონების მიმართულებით კიდევ ერთხელ ჩავატაროთ კამპანია, თუ გნებავთ სამუშაო იმისათვის, რომ მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიღების პროცესში, არანაირი კომპრომისი არ იყოს დაშვებული“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)