|
2017-11-29 18:32:20, 2062 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატ ნინო ლომჯარიას უსმენენ
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს ნინო ლონჯარიას უსმენენ. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ომბუდსმენის პოზიციაზე წარდგენა მისთვის დიდი პატივია. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ნომინირებული ვიყო სახალხო დამცველის პოზიციაზე ნომინირებული. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მმართველ გუნდს იმ პროცესისთვის, რაც წარიმართა სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევასთან მიმართებით. ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ვგრძნობ მხარდაჭერას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების, ასევე პოლიტიკური პარტიების ნაწილის მხრიდან, ამიტომ ეს ჩემთვის არის ორმაგი პასუხისმგებლობა ასეთი მხარდაჭერის პირობებში წარმოვადგენდე ადამიანის უფლებების დამცველს ქვეყანაში“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, ომბუდსმენის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა „საქართველოს პატრიოტებმაც“ წარადგინეს. მათ აღნიშნულ პოზიციაზე ევროპაში მოღვაწე ჟურნალისტის გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა დაასახელეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)