|
2017-11-29 17:36:25, 1751 ნახვა
ეკონომიკა
ინა ბიურელმა „აბრეშუმის გზის“ ფორუმის მონაწილეებს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო გააცნო
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებშითემატური პანელის - „გამოიყენე საინვესტიციო შესაძლებლობები“ მიმდინარეობს, რომელსაც მოდერატორობას უწევსცნობილი ჟურნალისტი, Bloomberg-ის მედიაკონსულტანტიიან ბიურელი. შესავალსიტყვაშიბიურელმა აუდიტორიას საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიცია და ლიბერალური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს განვითარების კუთხით ქვეყნის მიერ გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმები გააცნო. „საქართველობიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიოს პირველ ათეულშია, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები. საქართველო არის კანადაზე, საფრანგეთზე და გერმანიაზე წინ 190 ეკონომიკას შორის. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არის იმ 20 ეკონომიკას შორის, რომელიც ბიზნესის რეფორმების თვალსაზრისით, მოწინავე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა ძალიან პოზიტიური ფისკალური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით. დადებითად ფასდება საქართველოს ფინანსური მდგრადობის დონე სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ“, - განაცხადა შეხვედრის მოდერატორმა. საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს საკანონმდებლო ჩარჩოზე საუბრისას, ბიურელმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტრატეგია ეფუძნება ლიბერალურ და შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებებს. ხაზი გაესვა ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. „საქართველოს რეგულაციები იძლევა იმის საშუალებას, რომ ყოველგვარი შეზღუდვების და ბარიერების გარეშე წარიმართოს ურთიერთობები ამ ქვეყნებთან და ის იყოს ღირსეული პარტნიორი რეგიონში“, -განაცხადა იან ბიურელმა. (NS)
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)