|
2017-11-29 11:06:08, 1722 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ხეების მოასფალტება, რაღაც სიახლეა - ასეთ კომპანიებთან მომავალში ვერ ვიმუშავებთ
თბილისის მერი კახი კალაძე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისას, ხეების მოასფალტების საკითხს გამოეხმაურა. კალაძის თქმით, უცნობია, კომპანიამ შეცდომა დაუშვა, თუ ეს მიზანმიმართულად გააკეთა. თუმცა, მერის შეფასებით, ხეები მიზანმიმართულადაა მოასფალტებული. კალაძე აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს და აცხადებს, რომ ხეებთან დაკავშირებით ასეთი ქმედება დაუშვებელია: „ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში კონკრეტული ფოტოები გავრცელდა, რომელიც მინდა გაჩვენოთ. ეს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობდა და სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ამ კომპანიამ მიზანმიმართულად გააკეთა თუ შეცდომა მოუვიდა, ხეები მოასფალტდა. თუ შეცდომაა, სამწუხაროა, თუ მიზანმიმართულად გააკეთა, ეს კიდევ უფრო მეტი უბედურებაა. მინდა კეთილმოწყობისა და ტრანსპორტის სამსახურს მივმართო, რომ ასეთ კომპანიებთან ჩვენ მომავალში ვერ ვიმუშავებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)