|
2017-11-28 17:29:06, 691 ნახვა
რეგიონი
შეხვედრა „აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრის“ წარმომადგენლებთან
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ,,აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარეს მირანდა ჩარკვიანს, დირექტორს ინგა ზარანდიას და კოალიციის ხელმძღვანელს რუსუდან ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრას მუნიციაპლიტეტის მერის მოადგილე რუსუდან შავაძეც ესწრებოდა. საქმიან შეხვედრაზე ,,აბილიტაციის და რეაბილიტაციის ცენტრის“ წარმომადგენლებმა ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაზე ისაუბრეს, რომელიც ემსახურება 0-7 წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების შეფასებას, მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული, თვითმოვლის უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას. პროგრამა გულისხმობს მშობლებისთვის უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და ოჯახის სხვა წევრები. მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გულისხმობს თვეში 8 ვიზიტს. მომსახურების მიწოდება ხდება სახლში, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვს მომსახურება გაეწიოს საბავშვო ბაღში, სამედიცინო დაწესებულებაში ან ორგანიზაციაში. მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ ,,ადრეული განვითარების პროგრამის“ წარმომადგენლებს პროგრამის განხორციელებაში მუნიციპალიტეტის ჩართულობა, მხარდაჭერა და აქტური თანამშრომლბა აღუთქვა.
(NS)
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)