|
2017-11-28 15:42:39, 1745 ნახვა
საზოგადოება
m2-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყო
თბილისში, ყაზბეგის გამზირის №9ა-ში განახლებული სკვერის პრეზენტაცია ჩატარდა. სკვერის რეაბილიტაცია და აღჭურვა საბურთალოს გამგეობასთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ დააფინანსა. განახლებული სკვერი საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ და კომპანია m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ გახსნეს. განახლებულ სკვერში დამონტაჟდა ახალი სკამები, დამონტაჟდა განათება, დაიგო ახალი ფილაქანი, გაკეთდა ღობე, რომელის დახმარებითაც სკვერის ტერიტორიაზე მანქანების შესვლას შეუძლებელი გახდება და მოეწყო სათამაშო კუნძული ბავშვებისთვის. „m2-ის მიზანი ადამიანებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. მიხარია, რომ საბურთალოს გამგეობასთან თანამშრომლობით ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს ლამაზი, მყუდრო და უსაფრთხო ადგილი შევუქმენით დასვენებისთვის“ - აცხადებს m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე. სს ‘m² უძრავი ქონება” -ის შესახებ: დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)