|
2017-11-28 15:33:13, 1845 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (SRCIC) თავმჯდომარე ლიუ იანზონგს შეხვდა, რომელიც თბილისს აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში სტუმრობს. დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდნენ. ლიუ იანზონგი აბრეშუმის გზის ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელია. SRCIC-ის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას საქართველოში სავაჭრო-სამრეწველო პალატა მასპინძლობს. აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა 2015 წლის დეკემბერში ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC), მსოფლიო პალატების ფედერაციისა (WCF) და აბრეშუმის გზის ქვეყნების სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნდა და 36 ქვეყნის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)