21:27 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-28 14:59:34, 2018 ნახვა

ეკონომიკა
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

როგორც ქუმსიშვილმა განმარტა, პარლამენტმა აღნიშნული შეთანხმების ტარიფიკაცია 2 კვირის წინ მოახდინა.

"მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა სულ რაღაც ორი კვირის წინ აღნიშნულ შეთანხმებას. დღეს ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ბატონმა ჩიან ქემინმა ასევე დაგვიდასტურა, რომ თავისუფალი ვაჭრობა პირველი იანვრიდან ძალაში შევა ჩინეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ჩინეთთან დღეს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. 

„ჩინეთთან  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულება იქნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონების, ტექნოლოგიური პარკების და ინოვაციების შესახებ. ის თავის თავში მოიაზრებს უკვე ინდუსტრიული სიმძლავრეების რელოკაციას, ანუ საქართველოში გადმოტანას, ერთობლივი სიმძლავრეების შექმნას, იმისთვის, რომ გამოყენებულ იქნას საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა, როგორც გზაგასაყარი ევროპასა და აზიას შორის, ასევე ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. თავის თავში ეს ითარგმნება, როგორც ახალი სამუშაო ადგილები“, - აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics