|
2017-11-28 12:51:17, 1695 ნახვა
კომენტარი
ხაზარაძე ლარის კურსზე: საზოგადოება პანიკას არ უნდა აჰყვეს
„მოლოდინები და პანიკა ერთ-ერთი კრიტერიუმი და განმსაზღვრელი ფაქტორია არა მარტო ლარის, არამედ ნებისმიერი ვალუტის“, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის” დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. როგორც ხაზარაძემ განმარტა, საზოგადოება პანიკას არ უნდა აჰყვეს. "თუ გადაავლებთ თვალს ჩვენი მეზობლის, ერთ-ერთი ყველაზე მსვილი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის - თურქული ლირის გაუფასურებას, საკმაოდ დრამატულად მიდის. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ვალუტაზეც და წლის ბოლოს თუ დააკვირდებით, შარშანაც და წელსაც იგივე ტენდენცია იყო. ვფიქრობ, ისევ ჩამოვა ლარი თავის ნორმალურ ნიშნულზე, რაც ყოველთვის ხდება. პანიკას არ უნდა ავყვეთ ხოლმე. როცა ფუნდამენტალურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინები, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. ცნობისთვის, ოფიციალური კურსით, 1 დოლარი დღეს 2.7183 ლარი ღირს, ევრო კი, 3.2440 ლარი.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)