|
2017-11-27 19:31:24, 2062 ნახვა
პოლიტიკა
27-28 ნოემბერს საქართველოს სლოვენიის ვიცე პრემიერი ეწვევა
27-28 ნოემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი ეწვევა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან; პრემიერ-მინისტრთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან და ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან. სლოვენიელ კოლეგას მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, სადაც პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართება მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია. შეხვედრებზე საუბარი შეეხება, ორი ქვეყნის თანამშრომლობას ეკონომიკის, საგანმანათლებო და კულტურის სფეროებში, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. გარდა ამისა, სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თბილისის აბრეშუმის გზის კონფერენციის გახსნის ცერემონიალში და ასევე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)