|
2017-11-27 16:13:57, 1695 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს ჯორჯ ოკოთ-ობოს შეხვდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს და ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. სოზარ სუბარმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს მტკიცე მხარდაჭერისა და სამინისტროსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ ჯორჯ ოკოთ-ობომ მინისტრს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიზანს საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)