|
2017-11-27 15:09:25, 1653 ნახვა
საზოგადოება
ენმ მზადაა, ომბუდსმენის თანამდებობაზე არასამთავრობოების მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭიროს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა, სახალხო დამცველის თანამდებობაზე არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭიროს. თუმცა, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებით, ეს თავად კანდიდატზეც იქნება დამოკიდებული. „ნაციონალური მოძრაობა“ მოწადინებულია, რომ აღნიშნულ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლოს და შესაბამისად, კონსულტაციებს ვმართავთ მათთან. ვფიქრობთ, რომ მათ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუმცა ბუნებრივია ეს თავად კანდიდატზეც იქნება დამოკიდებული. უახლოესი დღეები გვიჩვენებს როგორ დასრულდება კონსულტაციები და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. მაშინ, როცა ქვეყანაში იშვიათი გამონაკლისის გარდა თავისუფალი მედია არ არსებობს, სასამართლო პოლიტიკურ კონტროლსაა დაქვემდებარებული და გრძელდება პოლიტიკური ნიშნით დევნა, აღნიშნული თანამდებობა უაღრესად მნიშვნელოვანია. არასამთავრობო სექტორმა უნდა მოახერხოს და ამ თანამდებობაზე სხვადასხვა პარტიებთან ერთად აირჩიოს ის ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატი არ იქნება და მათ ინტერესებს არ გაატარებს“,-განაცხადა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)