|
2017-11-27 14:08:26, 1899 ნახვა
პოლიტიკა
კელი: აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის
„აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში მომავალ წელს უფრო ინტენსიური იქნება“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ და იან კელიმ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტი და ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამეს. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები თავდაცვის სფეროში თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. მხარეებმა საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც განიხილეს. „თავდაცვის მინისტრმა ამერიკაში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა და დავიწყეთ სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა, რათა შევინარჩუნოთ ის მუხტი, რაც ამ შეხვედრებიდან მოდიოდა“, - განაცხადა იან კელიმ. მისივე შეფასებით, აშშ-ში ნოემბერში ქართული დელეგაციის ვიზიტი პოზიტიური და წარმატებული იყო. შეხვედრაზე ყურადღება თავდაცვის უწყებაში რეფორმების განხორციელების პოზიტიურ შედეგებზე გამახვილდა. „განვიხილეთ საქართველოსთვის ჯაველინების მიწოდების საკითხი, რომელიც ადმინისტრაციამ ახლახან დაამტკიცა. ვისაუბრეთ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისა და იმ აუცილებელი რეფორმების შესახებ, რომელსაც მინისტრი თავდაცვის უწყებისა და შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციის მიზნით გეგმავს", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, ასევე საქართველოში აშშ-ის სხვა ოფიციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)